მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს სწორი წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მოლოდინებზე და იმაზე თუ როგორ ვხედავთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

Read Time:45 Second

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს სწორი წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მოლოდინებზე და იმაზე თუ როგორ ვხედავთ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„დღეს დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის იმ წევრებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს საკითხზე, მომხსენებელთან, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რომელიც მომავალ კვირას ვიზიტით ეწვევა საქართველოს. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ასოცირების კომიტეტის შეხვედრა და ძირითადად განვიხილავთ ამ კომიტეტისთვის მოსამზადებელ საკითხებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს სწორი წარმოდგენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის მოლოდინებზე და იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მიენიჭა 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ საქართველოს მიერ შესრულებული რეკომენდაციები შესაბამისად იქნება შეფასებული ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და რა თქმა უნდა გვექნება მწვანე შუქი იმისათვის რომ შემდეგ პროგრესს მივაღწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მმართველი გუნდი ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხალხის ძალა: რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს
Next post ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა