მაია ცქიტიშვილი-1 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა ძალადობრივ რეჟიმზე

Read Time:42 Second

 

,, მინდა ჩვენს მოსახლეობას, ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს მივულოცო 1 ოქტომბერი, ეს არის დღე, როდესაც მოხდა მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები. 2012 წლის 1 ოქტომბერს, ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა იმ ძალადობრივ რეჟიმზე და განვითარების იმ გზაზე რომელსაც სთავაზობდა მაშინ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქვეყანას და აირჩია წინსვლის და დემოკრატიის გზა“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქარყველოს” პროგრამის პრეზენტაციის შემდომ განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე, ხაზი გაუსვა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიღწეულ შედეგებს და პროგრესს.
,,ის მაჩვენებლები, რიცხვები და ფაქტები რომლებიც ჩვენ დღეს წარვადგინეთ თითოეული მიმართულებით თვალსაჩინოა, რადგანაც ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გაიზარდა ინვესტიციები, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე განათლებაში, სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის ნაწილში, უკლებლივ ყველა სფეროში. თუმცა როდესაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გვესმის გარკვეული შედარებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესოა , რომ ეს რიცხვები და წარმატებები ასევე თვალსაჩინოდ შევადაროთ იმ მაჩვენებლებს რაც იყო, თუნდაც 2012 წლის შემდეგ“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული  
Next post ფრიდომ ჰაუსი“ – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს გლობალურად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის პოპულარობა ოქტომბრის არჩევნების წინ