ლუკა მაისურაძე – მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის მივდივარ

Read Time:41 Second

ტაშკენტი 6-13 ოქტომბერს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ოლიმპიადის მერე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება.

მოახლოებულ შეჯიბრებაზე და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუკავშირდა.

მაისურაძემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მიდის. ბრმანაწლავის ოპერაციის გამო აღებული პაუზის შემდეგ, მან ფიზიკური ფორმა ბოლომდე აღიდგინა და ტაშკენტში წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენები შედეგის გამეორებას შეეცდება.

მაისურაძემ ნაკრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში შესაშური საბრძოლო განწყობაა. შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატამდე, იტალიაში რიჩონეს ტურნირზე იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას, ოპოზიციაში კი აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ
Next post მამუკა მდინარაძე-რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის, ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ