მარტი 29, 2024
0 0
Read Time:37 Second

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენდნენ აშშ-ისა და ნატოს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ავღანეთის მისიაში არაპროპორციული როლი შეასრულა.

„ქართული ჯარი მხარდამხარ მსახურობდა ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, რომელიც ცდება კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავევებს. საქართველომ მართლაც, რომ დიდი მსხვერპლი გაიღო – 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ავღანეთში. აშშ პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იქ იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა აღანეთში არის კიდევ დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები