ლია გიგაური: მედია წიგნიერება 21-ე საუკუნის ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევებზე პასუხია

Read Time:1 Minute, 21 Second

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მიიჩნევს, რომ მედია წიგნიერების პროექტი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის, რათა მათ მედიიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და გაფილტვრის უნარი ჰქონდეთ. მის კომენტარს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

„მედია წიგნიერება არის პასუხი 21-ე საუკუნის ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევებზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომისია ამ გამოწვევებს პასუხობს. ძალიან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის რისკი კარგად შევაფასოთ, რაც მედია წიგნიერების დაბალ დონეს მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის, საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის. ამ მხრივ ძირითადი ფოკუსი ალბათ, რა თქმა უნდა, მედიის გარდა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, სწორედ ამიტომ განათლების სამინისტრომ ახალ სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა მედია წიგნიერების მიმართულება და თუ მანამდე ჩვენ მედია წიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია ისე გვქონდა შეტანილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, დღეს უკვე ფოკუსირებული ვართ თემებზე როგორც მოქალაქეობაში, ასევე სამოქალაქო განათლების სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა მედია წიგნიერების სტრატეგიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით,  კომისიის წარმოდგენილი პრეზენტაცია ფართოდ წარმოაჩენს პრობლემას და ასევე პრობლემის გადაჭრის გზებს.

„ამ მხრივ მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთია როგორ განვავითარებთ მოსწავლეების ცოდნას, უნარებს ამ მიმართულებებით, და მეორეა – თვითონ მედია როგორ მუშაობს მაღალი მედია წიგნიერების პირობებში“-, აცხადებს გიგაური.

პრეზენტაციას ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, მედია წიგნიერება არის პროექტი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია წიგნიერება,  მედია პროდუქტს მე ვადარებ სურსათის უვნებლობას, რადგან საზოგადოებისთვის როგორც იმის ცოდნაა მნიშვნელოვანი, რომ გაარჩიოს ცუდი საკვები პროდუქტი კარგი პროდუქტისგან, ისევეა მნიშვნელოვანი გაარჩიოს ცუდი მედია პროდუქტი კარგი მედია პროდუქტისგან, რომ არ მოიწამლოს და არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა.

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს პროექტ „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოძრაობის #ნუმომკლავ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 200-მდე ძველი ფეხსაცმელი მიიტანეს
Next post გიორგი კაკაურიძე: ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 39.3 ათასით გაიზარდა