ლერი ბარნაბიშვილმა მცხეთა-მთიანეთში შეხვედრები გამართა

Read Time:36 Second

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მცხეთა- მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

აუდიენციის დროს ლერი ბარნაბიშვილმა  საკრებულოს და მერიის პირველი პირებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან  და სხვა არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს ის საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კონკრეტული მოქმედი და დაგეგმილი პროექტები, შევეხეთ იმ პროექტებსაც, რომლის გადაჭრაც ჭირდება რეგიონს, მე მათ აღვუთქვი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციაში და პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრაში დახმარება,“– განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ლერი ბარნაბიშვილის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილეებთან მაცაცო ნარიმანიძესთან და თამაზ სუჯაშვილთან ერთად ესწრებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მალხაზ თორია:ორსანტიაში მასიური ტესტირება მოხდება
Next post მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა