ლევან რატიანი შატილის გზაზე ავარიაში დაშავებულებზე: ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Read Time:41 Second
ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი. ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.
რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით,” – განაცხადა ლევან რატიანმა.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სუს-ი – თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია
Next post გიორგი გახარია-იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!