ლევან რატიანი: აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმებისას როგორ მოიქცნენ

Read Time:1 Minute, 6 Second

თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი ბათუმსა და ქობულეთში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა კლინიკა აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან ის ნიშა, რომელიც უნდა დაიკავონ, ასევე იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმების შემთხვევაში როგორ მოიქცნენ.

რატიანის განცხადებით, შესაძლოა დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ აჭარაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა მცირეა. „კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად. შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული მაგრამ არა დაავადებულები. ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო. ამ დროისთვის არ არსებობს COVID19-ის სამკურნალო საშუალება. მხოლოდ და მხოლოდ არსებობს პროფილაქტიკა. ესაა ფიზიკური დისტანცია და ნიღბის ტარება. ეს კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და იმედი მაქვს მალე აჭარა კოვიდინფექციისგან გათავისუფლდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 თბილისში, 59 კი იმერეთში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 58 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: თბილისში იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ
Next post ბექა დავითულიანის თქმით, „ქართუსგან“ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემის მოთხოვნა იგივეა, რაც ადამიანს უთხრან „სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ“