მარტი 29, 2024
0 0
Read Time:2 Minute, 49 Second

,,სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე არჩევნებს არჩევნების გზით ვერ მოიგებს. ის ქმნის პროექტს, რომელსაც ახალი თაობის ლიდერი ჰქვია და აბარებს მას ელისო კილაძეს. გიორგი გაბუნიასგან ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი უნდა გაეკეთებინათ, ბექგრაუნდი პუტინის გინება უნდა გამოეყენებინათ. ის უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ფიგურა. გაბუნია, ახალი პოლიტიკური ფიგურა უნდა გაეცნო ყველას, რომ მისი მკვლელობის შემდეგ ეს ისტორია მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. ამ კარტს გაათამაშებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან აქტიურად. ამის შემდეგ ქართული ოცნება უნდა დასრულებულიყო“,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, სააკაშვილი-ადეიშვილის დუეტი ქართველ ბიზნესმენებს დაუკავშირდნენ და უკრაინაში გიორგი გაბუნიას გაპიარება დაავალეს. უკრაინულ მედია-ჯგუფს თავად გიორგი გაბუნიას პირადი ნომერიც მისცეს, მაგრამ  გაბუნია მათ ზარებს არ პასუხობდა.

ექსპერტის თქმით, უკრაინულმა ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირება გადაწყვიტეს, ამის შესახებ დამკვეთებს აცნობეს,  თუმცა, მათ ნიკას მაგივრად ისინი ელისო კილაძესთან გადაამისამართეს და უთხრეს, რომ სწორედ ის იქნებოდა პროექტის კოორდინატორის და გაბუნიასთან შუამავალიც.

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის გარემოცვამ გაბუნიას წინააღმდეგ მკლელობის მომზადების შესახებ იცოდა და არაფერი თქვა.

როგორც ექსპერტი წერს, ელისო კილაძე კი ნაციონალების არაერთ პროექტში გვინახავს და ახლა მან მორიგი დავალება მიიღო.

,,გიორგი გაბუნიას ისტორია ფაზლია ბევრი დეტალითა და ფრაგმენტით. მისი აწყობა რთულია, მაგრამ მაინც ვცადე. ეს ფაზლი რამდენიმე სხვადასხვა ისტორიისგან შედგება. მათგან მთავარი მაინც ორია: სააკაშვილის გარემოცვა გაბუნიას პიარს უკრაინულ მედია-ჯგუფს უკვეთავს და მეორე; სააკაშვილის გარემოცვამ იცოდა გაბუნიას წინააღმდეგ მკლელობის მომზადების შესახებ და არაფერი თქვა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამ საქმეს ქართული უოტერგეიტი უწოდეს. ისტორია რუსთავი2-დან იწყება, როცა გიორგი გაბუნიამ პუტინი აგინა. ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იყო, ირწმუნებოდა რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთის პრეზიდენტის ლანძღვა-გინებას ჩეჩნეთში პუტინის მიერ დანიშნული კადიროვი მუქარანარევი განცხადებით გამოეხმაურა. ყველაფერი ალბათ აქ დასრულდებოდა 15 ივნისი რომ არა – დააკავეს ჩეჩენი ქილერი, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. ჯერ ნიკა გვარამიამ, შემდეგ კი ნაციონალურმა მოძრაობამ დიაგნოზი დასვეს: შეკვეთა კადიროვისგან მოდის. საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს. აბა ვინ იტყვის, რომ პუტინის ხელქვეითი მისი ბელადის ღირსებას არ დაიცავდა? მალევე გამოქვეყნდა სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო საუბარი და ორმა უკრაინელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სკანდალური მასალა და გაბუნიას ისტორიას მათ ქართული უოტერგეიტი უწოდა.აღმოჩნდა, რომ ამ ორ ჟურნალისტს ოთხი-ხუთი თვის უკან სააკაშვილის გარემოცვამ გიორგი გაბუნიას პიარი დაუკვეთა. მისგან ახალი პოლიტიკური ლიდერი უნდა შეექმნათ და უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში გაეპიარებინათ და ფაზლში ბევრი დეტალი ჩემთვის საინტერესოდ შეივსო. რა გავიგე? ჯერ გეტყვით რა გავიგე უკრაინელი ჟურნალისტებისგან: სააკაშვილი-ადეიშვილის დუეტი ქართველ ბიზნესმენებს დაუკავშირდნენ და უკრაინაში გიორგი გაბუნიას გაპიარება დაავალეს. ამ დავალების მიღების შემდეგ ვინმე ზურაბი და ედუარდი უკრაინელ ჟურნალისტებს იგივე თხოვნით უკავშირდებიან. უკრაინულ მედია-ჯგუფს თავად გიორგი გაბუნიას პირადი ნომერიც მისცეს საკონტაქტოდ. თუმცა, კონტაქტი არ შედგა – გაბუნია მათ ზარებს არ პასუხობდა. უკრაინულმა ჟურნალისტებმა უკვე ნიკა გვარამიასთან დაკავშირება გადაწყვიტეს და ამის შესახებ დამკვეთებს აცნობეს. თუმცა, მათ ნიკას მაგივრად ისინი ელისო კილაძესთან გადაამისამართეს. უთხრეს, რომ სწორედ ის იქნებოდა პროექტის კოორდინატორის და გაბუნიასთან შუამავალიც. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ არც ამ დაკვეთის შესახებ ნიკა გვარამიამ არაფერი იცოდა. ის საქმის კურსში არ ჩააყენეს. ელისო კილაძე კი ნაციონალების არაერთ პროექტში გვინახავს. მაგალითად, სალარიძის, მაჩალიკაშვილის… ახლა მან მორიგი დავალება მიიღო. ამ დროს ჩნდება ვირუსი, კოვიდი ყველაფერს აჩერებს და ეს პროექტიც გაჩერდა. გაჩერდნენ უკრაინელებიც. ასე რომ 15 ივნისამდე არც გაბუნია ახსოვდა ვინმეს და არც პიარი. 15 ივნისი რომ არა – სუსის მიერ სავარაუდო ქილერის დაკავების თარიღი – ისტორია როდის გაგრძელდებოდა არავინ იცის, თუმცა, როცა ინფორმაცია გამჟღავნდა, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მას ყურადღება მიაქციეს არა მხოლოდ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ, იმის გამოც, რომ ქილერს მათი კლიენტი უნდა მოეკლა. არადა, ამ კლიენტისგან მათ ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი უნდა გაეკეთებინათ, ბექგრაუნდი პუტინის გინება უნდა გამოეყენებინათ. ის უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ფიგურა”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები