ლევან იოსელიანი: ქართულ პოლიტიკაში არ მივესალმები მორალის დამკვიდრებას: “ქურდის ქურდი ცხონდა” _ ეს სწორედ გოგაშვილის საქმეს ეხება

Read Time:46 Second

მე არ მივესალმები ქართულ პოლიტიკაში მორალის დამკვიდრებას, რომ “ქურდის ქურდი ცხონდა” და ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც გოგაშვილის შემთხვევაზე ვსაუბრობ _ ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებას, რომ “ეს იქნება თავისებური ლუსტრაცია პარლამენტში, გაბედავს თუ არა ვინმე, ვინც თავს ოპოზიციას უწოდებს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თქვას უარი”.

“მე არ მივესალმები ქართულ პოლიტიკაში მორალის დამკვიდრებას, რომ “ქურდის ქურდი ცხონდა” და ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც გოგაშვილის შემთხვევაზე ვსაუბრობთ. ამ ადამიანთან უამრავი პრეტენზია არსებობს მის წინა საქმიანობასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ თუ რამე კომისია უნდა შეიქმნას და რამე უნდა გამოიძიოს, მათ შორის ესეც უნდა გამოიძიოს, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. ჩემთვის ორმაგი სტანდარტებით გამოძიება, მიუღებელი არის. თუ დავინახავ, რომ მართლა აინტერესებს პარლამენტს ამ ადამიანის ყველა დეტალი, ასპექტი გამოიძიოს, “ქართული ოცნებაში” მისვლის დღიდან დღემდე, მაშინ შეიძლება ვიფიქრო, საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერაზე”_ ამის შესახებ ლევან იოსელიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

პარტია “ლელო” ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: რადიკალურ ოპოზიციას ქაოსური და სექტანტური მოძრაობა აწყობს, აქედან გამომდინარე მიმდინარეობს შსს-ზე, ეკლესიასა და ჯარზე შეტევა
Next post განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს