აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:25 Second

მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ქვეყნის ჯარის მთავარსარდალიც იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია, – პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ჯარისადმი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს.

„საერთოდ, აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. სააკაშვილისთვის არ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად არ გამოიყენებს. მისთვის ყველანაირი მოცემულობა მისაღებია და ის ამ თვალსაზრისით კლასიკური მაკიაველისტია“, – განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები