მარტი 29, 2024
0 0
Read Time:35 Second

იმ შემთხვევაში დავუჭერ მხარს, თუ ჩვენი შენიშვნები იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ეს შენიშვნები ეხება საოლქო-საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის ჩართულობას და მონაწილეობას არჩევის დროს და მეორე, რაც ჩემი სურვილია და მინდა იყოს გათვალისწინებული – ნათქვამია, რომ მინიმუმ 70%-ში ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, ამის გადატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობაში, რომ შემდგომში ვერცერთმა ხელისუფლებამ მარტივად ვერ თქვას უარი ელექტრონულ არჩევნებზე“, – ამბობს იოსელიანი.

ევრორეკომენდაციის მეორე პუნქტის მიხედვით მომზადებული პროექტების საკომიტეტო განხილვა დაიწყო. საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში ცვლილებებზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ამომრჩევლის, სულ მცირე, 70% ხმას ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მისცემს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები