აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:29 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის მოსაზრებით, თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, მაშინ, როცა ადამიანებს კონკრეტული პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, აქცენტების ზოგად პოლიტიკურ თემებზე გაკეთება არასწორია.

მისი თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, მოქალაქეების ნახევარზე მეტი ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოსაზრებას არ იზიარებს.

„ამომრჩეველთა უმრავლესობას ცვლილებები სურს და უნდა, რომ ეს ცვლილება მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე აისახოს. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები. თუ შესაძლებელი იქნება, ოპოზიციას მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავდეს ბევრ ქალაქში, ეს ოპოზიციის გამარჯვება იქნება და ამით პრობლემები უფრო სწრაფად, ეფექტურად მოგვარდება. ეს აინტერესებს ხალხს და არა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მოსახლეობის ყოველდღიურობასთან კავშირში არ არის“, – აღნიშნა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები