ლევან დავითაშვილი: თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა ჩვენთვის და მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ისევე როგორც ღვინოს

Read Time:2 Minute, 18 Second

იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიქნებით, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ და შევძლებთ, რომ თხილის ასეულობით მილიონი დოლარის ექსპორტი იყოს საქართველოდან და ეს იქნება ოჯახების შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ღონისძიებაზე განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მეთხილეთა ასოციაციას.

„მინდა, პრემიერს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს არ არის მხოლოდ ზეიმში მხარდაჭერა, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში პროცესში, რომელიც ჩვენ გვქონდა გამოწვევების დასაძლევად და შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, მიგვეღო სახეზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ის პირველი დღიდან იყო ჩვენი მხარდამჭერი. როცა ფაროსანა გამოჩნდა, პირველი დახმარება მყისიერად მივიღეთ ამერიკელი ხალხისგან და მეგობრებისგან. ჩვენ მივიღეთ ექსპერტული ცოდნა, ტექნიკური დახმარება და ფინანსური დახმარება, რათა გაგვეძლიერებინა მცენარეთა დაცვის საშუალებები და საქართველო იქცა ცენტრად, სადაც გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები. აქ დიდი წვლილი არის ამერიკის დახმარების, თუმცა შემდეგ შემოუერთდა ბევრი სხვა მეგობარი ქვეყანა. ეს ყველაფერი რომ შეგვესრულებინა, ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა რეგიონის ხელისუფლების მხრიდანაც და ბატონ ალექსანდრეს მინდა, გადავუხადო მადლობა. ის ყოველდღიურ რეჟიმში იყო მუშა პროცესში ჩართული, ხალხთან კარდაკარ შეხვედრების პროცესში და ეს ყველაფერი გავაკეთეთ ისევ ფერმერების მეშვეობით და ეს გააკეთა ფერმერთა ასოციაციამ, იმ ადამიანებმა, ვინც უშუალოდ მუშაობს თხილის ბაღებში, უვლის მოსავალს და იღებს იმ შედეგებს, რომელზეც ვსაუბრობთ. ალბათ სამაგალითო შედეგებია ორგანიზებულობის კუთხით, რომელიც ჩვენ თხილის ასოციაციაში დავინახეთ და ეს არის მაგალითი, რომელსაც მე ყოველთვის ვიყენებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვა დარგების განსავითარებლად სოფლის მეურნეობაში. მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველა სექტორის თუ ქვესექტორის ინდივიდუალურად განვითარებას, ჩვენ შეიძლება შევქმნათ ზოგადი პოლიტიკა, პირობები, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად უნდა გაკეთდეს და კიდევ ერთხელ მადლობა მეთხილე ფერმერებს, რომლებმაც გააკეთეს შეუძლებელი და დაამარცხეს არამხოლოდ ფაროსანა, არამედ გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვქონდა ხარისხთან დაკავშირებით. გულწრფელები ვიყოთ, რომ ქართული თხილი ხარისხით არ იყო საუკეთესო მსოფლიოში. წელს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი ისტორიაში ხარისხის მიხედვით. ხარისხი პირდაპირ აისახება ფასზე, შემოსავალზე და გვაქვს იმედი, რომ ყოველ შემდგომ წლებში გვექნება უკეთესი ხარისხი და უფრო მეტი მოსავალი იმისთვის, რომ მეტი იყოს კეთილდღეობა ჩვენი ფერმერების ოჯახში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, თხილი არის სტრატეგიული კულტურა საქართველოსთვის და დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია.

„თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა ჩვენთვის და მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ისევე როგორც ღვინოს. ყველამ იცის, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა, მაგრამ ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით კოლხეთში, თხილის წარმოშობის კერაც არის ისტორიული ლაზეთი, შავი ზღვისპირა ტერიტორიები, სადაც დაიბადა თხილი და მთელ რიგ აღმოსავლურ ენებში თხილის სახელწოდება ზუსტად შავ ზღვასთან არის დაკავშირებული. ეს არის მანიშნებელი, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული კავშირი ამ კულტურასთან და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკური დამოკიდებულება გვაქვს თხილის კულტურაზე. დიდი პოტენციალი გააჩნია ამ კულტურას. იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიქნებით, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ და შევძლებთ, რომ თხილის ასეულობით მილიონი დოლარის ექსპორტი იყოს საქართველოდან და ეს იქნება ოჯახების შემოსავალი. ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოოდ არის ის, რომ კეთილდღეობა თქვენს ოჯახებში იყოს მეტი“, – დასძინა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: სასამართლო რეფორმა მიმდინარეობს თანმიმდევრულად და დღეს ეს პროგრესი ნათელია
Next post გიორგი გახარია – პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება დასჯადია, თუ გიორგი ვაშაძეს ამაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ჟურნალისტებთან ჭორაობის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს