ლაშა ხუციშვილი: ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს

Read Time:56 Second

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მათ შორის, ევროკავშირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მისივე თქმით, საქართველო გახდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შემტანი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში.

„აღნიშნული პროექტის ინიციატორი არის სახელმწიფო, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო საქართველოს მთავრობამ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენ უკვე დაფინანსებული გვაქვს წინასწარი ე.წ. Feasibility Study, წინასწარი შესწავლა პროექტისა, რომლის საწყის ეტაპზე წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პროექტი ძალიან წარმატებული შეიძლება იყოს ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ინვესტიციებს უკვე ვახორციელებთ. გარდა აღნიშნული სამუშაოებისა ჩვენ ფაქტობრივად შეთანხმებულები ვართ უკვე, რომ გეოლოგიურ კვლევებს, რომელიც შავ ზღვაში უნდა ჩატარდეს საქართველო დააფინანსებს 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და პარალელურად ვფიქრობთ, რომ როდესაც დასრულდება საბოლოო ვერსია გაანგარიშების და შესწავლის პროცესის, უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი იმპლემენტაცია. ამ კუთხით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, კონტრიბუციის შემტანი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია დარჩიაშვილი: საქართველო მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების და მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება
Next post ,,შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია