მარტი 29, 2024
0 0
Read Time:58 Second

მიმდინარე წელს, დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენცია.

„წელს ველოდებით დამატებით საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში. ჩვენ გავაგრძელებთ ტენდენციას, რომელიც გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, ჩვენ ვამცირებდით საბიუჯეტო დეფიციტს. ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელი დავიწყეთ 4.4%-იანი დეფიციტით, წელს დავასრულებთ 3.1%-იანი მაჩვენებლით. შედეგად კანონით გათვალისწინებულ ნორმას დეფიციტის მაჩვენებელი უკვე მიმდინარე წელს დაუახლოვდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა იმ მიმართულებებზეც, რომელზეც გადანაწილდება დაახლოებით, 400 მლნ ლარი.

„2023 წლის ბიუჯეტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის გათვალისწინებულია 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დაწყება. ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროგრამას და ამ მიმართულებით გამოვყოფთ დამატებით 55 მილიონ ლარს. 200 მილიონი ლარი სესხის სახით გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რომელიც მოხმარდება ბუნებრივი აირის შესყიდვას. თანხის დიდ ნაწილს კომპანია დააბრუნებს 2023 წელს. 2023-2024 წლებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისოდ აღიარებული არტისტების ჩამოყვანის დასაფინანსებლად გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, რომელიც არსებითაც დაეხმარება ტურისტულ სექტორს ზრდაში. გამართული კონცერტებიდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება მომავალში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, ნაწილობრივ თანხები გამოიყოფა იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებისთვისაც თანხა გათვალისწინებულია 2023 წელს, თუმცა შესაძლებელია ხარჯების ნაწილი უკვე მიმდინარე წელს გაიწიოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები