მარტი 29, 2024
0 0
Read Time:40 Second

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს სტარტი აიღო პრესტიჟულმა ტურნირმა ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემმა.

პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში 60, 66 და 73 კგ, ქალებში კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. პარიზში დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ვიხილეთ.

ქართველმა ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ლამაზი გდებით იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა,მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა პარიზის გრანდ სლემზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

ტურნირზე დღეს გამომსვლელმა სამმა ქართველმა ძიუდოისტმა – თემურ ნოზაძემ (60კგ),ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) და ნაკრების დებიუტანტმა, მარიამ ციხელაშვილმა (57კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.

შარშანდელ გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში ხვალ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები