ლაშა ნაცვლიშვილი: არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული

Read Time:59 Second

არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. “, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, ქართული ოცნების კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები საუკუნეებია ეწევიან, არ თაკილობენ და ამას არც უარყოფენ, რომ სხვა დიდი სახელმწიფოების მსგავსად ისინი ახდენენ საკუთარი სტრატეგიული მოწინააღმდეგეების და მოღალატეების ლიკვიდაციას. ლაშა ნაცვლიშვილი ასეთი მიდგომის ნათელ მაგალითებად ლიტვინენკოს, სკრიპალების, ზელიმახ ხანგოშვილის საქმეებს ასახელებს. „ჩვენ შეიძლება არ ვისაუბროთ და ვერც ვისაუბრებთ სავარაუდო შემკვეთებზე, მაგრამ არავის გაუუქმებია ლათინური მარადიული კითხვა: ვის აწყობდა ეს დანაშაული. არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. და ამის გამოც კი, როდესაც სახელმწიფომ პრაქტიკულად უზადოდ იმოქმედა, ნიაღვარი არ წყდება კომენტარების, რომ რაღაც სინქრონში არიან ქართველი სამართალდამცველები რუსებთან. წარმოიდგინეთ, ეს ოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, მე მგონი მოდელირებული „ქრონიკის“ სერიალს მივიღებდით და მისი შინაარსი ის იქნებოდა, რისი დანგრევასაც 2011 წლის 7 ნოემბრიდან ცდილობენ, რომ პუტინთან დაკავშირებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თავი მიართვა თავის ბატონ პუტინს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ნაცვლიშვილი: ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ინტერესებს აზიანებდა
Next post ელისო ბოლქვაძე – ჩემი ქვეყნისთვის მსურს, უამრავი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ, კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია