ლადო კახაძე: ევროპაში მესამე ტალღა უკვე თვალნათელია და ჩვენც ამ საშიშროების წინაშე დავდგებით, თუ ყურადღებას მოვადუნებთ

Read Time:39 Second

ევროპაში მესამე ტალღა უკვე თვალნათელია და ჩვენც ამ საშიშროების წინაშე დავდგებით, თუ ყურადღებას ყველა მიმართულებით მოვადუნებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების მესამე ტალღის საშიშროებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და სიფრთხილე აუცილებელია.

„მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია ვართ ჩვენც და ცალკე არ ვცხოვრობთ. ახალ სოციალურ ქსელებზე წვდომა ყველას აქვს. გადახედონ მედიას, სოციალურ ქსელებს. ევროპის ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროებაა. ჩაიკეტა იტალია და არ არსებობს რეგიონი, სადაც ლოკდაუნი არ იყოს. საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში ანალოგიური სიტუაციაა. ამიტომ, ისინი არა მარტო ამბობენ, რომ მესამე ტალღის საშიშროებაა, ევროპაში მესამე ტალღა უკვე თვალნათელია და ჩვენც ამ საშიშროების წინაშე დავდგებით, თუ ყურადღებას ყველა მიმართულებით მოვადუნებთ. პიროვნება და სახელმწიფო ეს არის ერთი კომპონენტი, რომლებიც ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ და ერთმანეთს მხარს უნდა უბამდნენ“, – განაცხადა კახაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე სერგი კაპანაძეს: საქართველო უარყოფს იმას, რასაც თქვენ აბრალებთ
Next post შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: ახლა იმასაც ამატებს, რომ კასეტური ბომბებითაც დაგვიბომბია ცხინვალი?