კონგრესში ქალები რეკორდული რაოდენობით მოხვდნენ

Read Time:41 Second

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 90 ქალი იქნება. მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა, ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, 100-ს გადააჭარბებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეზიდენტის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ ბოლო ორ წელიწადში ქალთა აქტივიზმი  გამოიწვია და ისინი პოლიტიკაში წავიდნენ. პენსილვანიის შტატს, რომელიც აქამდე მხოლოდ კაცებს ირჩევდა, ახლა ოთხივე წარმომადგენელი ქალი ეყოლება. აიოვაშიც კი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტმა ტრამპმა მოიგო, ორმა დემოკრატმა ქალმა რესპუბლიკელ კანდიდატ კაცებს მანდატები დაათმობინა.

ასევე წელს კონგრესში პირველად შევლენ მუსლიმები, – რაშიდა თლაიბი წარმოშობით პალესტინელია, ილჰან ომარი კი სომალელი. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ისტორიაში პირველი მუსლიმი ქალი წევრები იქნებიან. ასევე ამერიკელი პოლიტიკოსი 29 წლის ალექსანდრა კორტესი, რომელიც კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდება.

რელიგიური მრავალფეროვნების გარდა, კონგრესში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელიც მოხვდა. კოლორადოს შტატის გუბერნატორის პოსტს დემოკრატიული პარტიიდან ჰომოსექსუალი ჯარედ პოლისი დაიკავებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ჩატარდა. შედეგად, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ,თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. ვიდეო
Next post შვებულების რა პირობებით სარგებლობენ სახვადასხვა სამსახურში დასაქმებულები