კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რეკორდული რაოდენობის, 185 ნაშრომი შევიდა

Read Time:56 Second

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების მესამე კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უპრეცედენტო რაოდენობის, 185 ნაშრომი შევიდა. პირველ კონკურსში მონაწილეობა 17-მა მოსწავლემ მიიღო, მეორეში მონაწილეთა რაოდენობა გასამმაგდა და 57 საკონკურსო ნაშრომი შევიდა, ხოლო მესამე კონკურსში კონკურსანტთა რაოდენობა 11-ჯერ გაიზარდა. მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! მიზანია, მოზარდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მოზარდებს ერთმანეთისგან ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში ეხმარება. კონკურსში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს 14 მაისიდან შეეძლო, საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა 21 ივნისს დასრულდა.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, საკონკურსო ნაშრომების შეფასება ივლისში მოხდება, დაჯილდოების ღონისძიების თარიღს კომუნიკაციების კომისია კონკურსანტებს ივლისის ბოლოს შეატყობინებს. გამარჯვებულებს შთამბეჭდავი, ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ.  პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 11 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს –  iPad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
Next post ირაკლი ლატარია: ელისო კილაძის სპონსორი, კობა ნაყოფია უნდა დაიკითხოს