კვლევა: მედიკამენტებისადმი რეზისტენტულობის გამო, წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპება

Read Time:1 Minute, 1 Second

ადამიანების მიერ, ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენების გამო, ისეთი ბაქტერიების რიცხვი, რომლებიც წამლების მიმართ რეზისტენტულია, იზრდება. ანალიტიკოსები აღნიშნულ პრობლემას თანამედროვე მედიცინის მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

არასამთავრობო ფონდმა, Access to Medicine ამ თემასთან დაკავშირებით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სპეციალური ანგარიში წარადგინა.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაიესრი აივერმა განაცხადა, რომ ბაზარზე უფრო მეტმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უნდა იმუშაოს ახალი ანტიბიოტიკების და ვაქცინების შესაქმნელად ბაქტერიების მიმართ რეზისტენტული მედიკამენტების ჩანაცვლების მიზნით.

„გარდა ამისა, მათი წარმოების დასაწყებად და მომხმარებლამდე მისატანად საჭიროა ახალი გზების მოძებნა,“ – განაცხადა Access to Medicine Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ანგარიშის თანახმად, ექსპერიმენტული ანტიბიოტიკების რაოდენობა ბაზარზე დღეს უფრო მეტია, ვიდრე აქამდე. მათ შორის, მაგალითად Johnson & Johnson-მა შექმნა მედიკამენტი – Sirturo, რომელიც ტუბერკულიოზის დაავადების მქონე იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ორგანიზმი სხვა პრეპარატებით მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ამ პრეპარატის დანერგვის სტრატეგია კი იმაში მდგომარეობს, რომ მისი მოხმარება მხოლოდ რეალური საჭიროების მქონე პაციენტებს შეუძლიათ.

„ტუბერკულოზი საკმაოდ რთული დაავადებაა. ის ხშირად წამლების მიმართ რეზისტენტულია და მისი განკურნებაც რთულია. ახალი პრეპარატი კი ბლოკავს ენერგიის წარმომქმნელ ენზიმებს, რომლებიც ტუბერკულოზის ბაქტერიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა J&J-ის ვიცეპრეზიდენტმა, პოლ სტოფელსმა.

მიუხედავად რამდენიმე წარმატებული მაგალითისა, პრობლემის გადაჭრას დიდი რესურსი სჭირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად ძალისხმევა არ გაიზრდება, 2050 წლისთვის მსოფლიოში ყოველწლიურად 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპება მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულობის გამო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 11 ფაქტი ბავშვის ძილზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს მშობელმა
Next post ჯანსაღი კვების საიდუმლო