კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

Read Time:38 Second

„ნაპოლის“ ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში („რეინჯერსთან“) კარში რვაჯერ დაარტყა, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია – ინფორმაციას Opta-ს ტელეგრამ-არხი ავრცელებს.

ხვიჩა ნეაპოლელების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. ქართველ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია, მაგრამ სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი თავსატეხი შოტლანდიურ კლუბს სწორედ კვარაცხელიასგან ექმნებოდა.

საფეხბურთო ანალიტიკური კომპანიის დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რვა დარტყმის გარდა, კვარაცხელია მატჩში საუკეთესო გახდა მეტოქის საჯარიმოში ბურთზე შეხებით და მოგებული ორთაბრძოლების (16-დან 10 მოგებული) რაოდენობით.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა. მომდევნო ტურში იტალიური გუნდი ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდება. მატჩი 4 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართება.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ ყველა ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: პარლამენტში “ქართული ოცნებისთვის” ანტურაჟის კეთებას არ ვაპირებთ, მხოლოდ 12 პუნქტზე ვიმუშავებთ
Next post ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია – ევროკავშირი ურყევად დაუჭერს მხარს უკრაინას