კელი დეგნანი – საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის

Read Time:31 Second

 

„მე კონგრესმენების წერილს არ გავცნობივარ, ვინაიდან დღეს დილიდან გორში ვიყავი, თუმცა გეტყვით, რომ რამე სახის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და საქართველო მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია. წლების მანძილზე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანო კორონავირუსთან დაკავშირებული თანამშრომლობა, როდესაც მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ვირუსის მართვის კუთხით და ამ პრობლემების გადალახვის შედეგად ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ვეძებთ ახალ გზებს, რათა გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა. მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა.
Next post გია ბენაშვილი: შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა