კელი დეგნანი: მე არავინ ვიცი საქართველოში, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული

Read Time:44 Second

მე არავინ ვიცი საქართველოში, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ეს მძიმე პერიოდი თავადაც გაიარა და კარგად ესმის ის ჰუმანიტარული სიმძიმე, რაც ახლა უკრაინაშია. ელჩის განცხადებით, ამის ნიშანია ის უპრეცედენტო და გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა და ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქართველი თანაუგრძნობს მათ.

„ახლა არ არის ჩხუბისა და დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, სტაბილურობის, წარმატებისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებისთვის. ერთობა და ამ საკითხთან მიმართებაში მაინც, დაპირისპირების გვერდზე გადადება არის მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს „ძალა ერთობაშია“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

„გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში?

გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება; 20,8% არ ეთანხმება; 1,6% ამბობს, რომ არ იცის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არის თუ არა სტუდენტური პროტესტი ,,სტუდენტური’’ ?( იხილეთ ფოტომასალა )
Next post შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს