კახა კუჭავა: ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი

Read Time:54 Second

ის მოვლენები, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მთელმა მსოფლიომ ნახა, რა თქმა უნდა არ იყო ის სურათი რის დანახვაც მათ სურთ საქართველოში, – ამის შესახებ კახა კუჭავამ „იმედის კვირასთან“ ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პარტნიორებმა ბევრი იციან საქმის სამართლებრივი მხრის შესახებ და სწორედ ამიტომაა, რომ განცხადებებში კანონის აღსრულების ნაწილზე არ დავობენ.

„ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მათთან კომუნიკაცია. ძალიან ბევრმა მათგანმა ძალიან კარგად იცის მთლიანი სურათი, რა კონტექსტში მოხდა ეს, თუ რამ გამოიწვია ის, რომ მივედით ზუსტად ამ ეტაპამდე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც აუცილებლად უნდა ისაუბროს ყველამ. ძალიან კარგად ხვდებიან ამას, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი პროვოკაციული ნაბიჯების ჯაჭვი, რომელმაც საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები მიიყვანა იქამდე, რომ აღესრულებინა კანონი“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, წარმატების მისაღწევად გარკვეული ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას.

„არ შეიძლება კონსენსუსი მიღწეული იქნას ერთი მხრის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით. აუცილებელია ორივე მხარემ გადადგას ეს ნაბიჯები. როდის ამბობ, რომ დიალოგისთვის მზად ხარ და შენი ულტიმატუმი არის ეს, უკვე შეუძლებელია ალბათ დიალოგს წარმატებული ვუწოდოთ ან იმედი გქონდეს რომ წარმატებული იქნება. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანია ჯავშანტექნიკის აქტიური თავდაცვის სისტემა TROPHY მიიღებს
Next post კარლ ჰარცელი: საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ამ ქვეყნისადმი ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორულ ინტერესს ადასტურებს