კახა კუჭავა პარტიული სიმბოლიკით ხმის მიცემაზე: ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო – როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს

Read Time:25 Second

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ მის მიერ, საარჩევნო უბანზე, პარტიის სიმბოლიკით, სიმბოლოანი პირბადით გამოცხადება ნამდვილად დარღვევა იყო და განმარტავს, რომ, უბანზე გამოცხადებამდე, არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა.

„დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო, ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და, როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ბრენდირებული პირბადით მისვლის გამო, ცესკომ განცხადებაც გაავრცელა და ეს აგიტაციის წესის დარღვევად შეაფასა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში, ყველა მუნიციპალიტეტში და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის ხმა
Next post ცესკო: ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შეივსო შემაჯამებელი ოქმი, რაც წარმოადგენს გადაცდომას