აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:53 Second

სამცხე-ჯავახეთი უნიკალურია თავისი ისტორიით ხალხით, კულტურით, ტრადიციებით, ბუნებით. ადიგენი, რა თქმა უნდა, გამორჩეული მუნიციპალიტეტია. გამორჩეულია უნიკალური ზარზმის მონასტრით, რომელზეც ბავშვობაში ბევრი წაგვიკითხავს და ისტორიაში გვისწავლია. ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინახულოს ეს ულამაზესი ადგილები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

„მსოფლიოში სახელგანთქმული უნიკალური კურორტი აბასთუმანი- დარწმუნებული ვარ, მალე დაიმსახურებს ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს, ე.წ. მწვანე კურორტის სტატუსს. პოტენციალი ძალიან დიდია და არა მხოლოდ ტურიზმის კუთხით.

როდესაც მოვდიოდით, ვხედავდით დამუშავებულ მიწებს, ჩანს თუ რამდენად შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს აქ. თითოეულ თქვენგანს უნდა გქონდეთ წვდომა ყველა იმ პროგრამაზე, რომელსაც სახელმწიფო თქვენი საქმიანობის კიდევ უფრო გასაადვილებლად ახორციელებს, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროექტები, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ თუ სხვა.

თქვენი ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადიგენს მეტი ახალი შესაძლებლობა უნდა გავუჩინოთ და თუ არა თქვენ, ვინ იცის ყველაზე კარგად, რა მხრივ უნდა განვითარდეს ეს მუნიციპალიტეტი?!

თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია. ყველა კარგად ხვდებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებიც, რომ „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად გაიმარჯვებს. 4 წლის თავზე თქვენს წინაშე წარვსდგებით იმ შედეგებით, რომლებსაც ახალ თვითმართველობასთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები