კახა კუჭავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი კანდიდატი ნინოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“

Read Time:1 Minute, 10 Second

პროდუქციით, რომელიც ნინოწმინდაში იქმნება, მარაგდება მთელი საქართველო. უნდა შევეცადოთ ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავიმკვიდროთ ადგილი როგორც ევროპის, ისე სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამის შესაძლებლობას იძლევა და იგი სრულად უნდა გამოვიყენოთ., – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

„ერთია, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი და მეორე, როგორი ხედვა არსებობს. რა თქმა უნდა, დასაფასებელია მშრომელი ხალხი და ამავდროულად მუნიციპალიტეტს სჭირდება ხელმძღვანელი, მერი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს. ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს აქ პატივისცემას, სიყვარულს და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლადაც გაიმარჯვებს. დღეს საქართველოში იგი ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში და ეს საუკეთესო მაგალითია იმ გაკეთებული საქმით და შედეგით, რომლებიც 4 წლის განმავლობაში დაიდო და ამას ყველა ხედავს. როდესაც ვსაუბრობთ ამ მუნიციპალიტეტზე, ერთ-ერთი პირველი გვახსენდება ულამაზესი ფარავნის ტბა. მახსოვს საკმაოდ რთული იყო მისვლა გზების გამო, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა და დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. წალკიდან შეიძლება გადმოსვლა და იკვრება წრე, რომელიც კიდევ უფრო ბევრ სტუმარს მოიყვანს ნინოწმინდაში.

მერს ზურგს უნდა უმაგრებდეს ძლიერი საკრებულო, ამიტომ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ არა მხოლოდ მერობის კანდიდატს, არამედ ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს, რათა ყველა დაწყებული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის სიძლიერეზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია გვესმოდეს ესა თუ ის პროგრამა როგორ მოვარგოთ რეგიონს. სიახლეები საჭიროა, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოდიოდეს მოსახლეობის, ახალგაზრდობის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ფაქტზე მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
Next post მამუკა წოწერია მოქალაქეებს ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა