კახა კუჭავა – გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო საზოგადოებისგან

Read Time:28 Second

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, არის ოკუპირებული ტერიტორიები – გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავსტრიაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იქ არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც ყოველდღიურად წარმოადგენს თითოეული მცხოვრებისთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას და პრობლემას. განვიხილეთ ის ახალი გზები, თუ როგორ შეიძლება, ამ გამოწვევებს უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ. გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – გენერალური პროკურორის არჩევის წესზე დათქმები არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, არც ჩვენ გამოგვადგება ის, რაც ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკა არ არის
Next post კახა კალაძე: ბევრი პოლიტიკური პარტია „შეჭამა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ისინი და შემდეგ მიაგდო