კახა კუჭავა: გარკვეული ძალები ცდილობენ, საქართველო კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინონ

Read Time:30 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დეზინფორმაცია უწოდა ცნობას იმის შესახებ, თითქოს, საქართველოს გავლით, სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდება. მისი თქმით, ყველა ასეთ დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„ჩვენ, ამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტას მივემხრობით და მაქსიმალურად ვეცდებით ამ კუთხით ჩავერთოთ და შევთავაზოთ საქართველო თუნდაც მოლაპარაკებების მაგიდის სახით.

ამ პრინციპის ერთგულნი ბოლომდე დავრჩებით, მიუხედავად მცდელობისა გარე ფაქტორებისგან, ასევე ქვეყნის შიგნითაც გარკვეული ძალები სამწუხაროდ ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინონ, როგორც ამ კონფლიქტის მხარე.

ეს არის სიცრუე და მათ ამ მცდელობას შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან ჩვენი პოზიცია არათუ მკაფიოდ არის დაფიქსირებული, არამედ კარგი კომუნიკაცია გვაქვს მხარეებთან და შესაბამისი ქმედებები ხორცილდება, რომ ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
Next post დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს საზღვრის სადემარკაციო ძველი კომისიის მუშაობას მოღალატეობრივს უწოდებს