კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

Read Time:35 Second

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 უკვე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. ამის შესახებ კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, 183-დან 60 ოჯახი თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. ასევე, 123 ფართი ამ დროისთვის მშენებლობის პროცესშია.

„თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პროექტი. 3 000-ზე მეტი ოჯახია კოოპერატივებით დაზარალებული და ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახზე მოხდა ფართების გადაცემა, აქედან 60 ოჯახზე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ფართები უკვე გადაცემულია. დაახლოებით, 123 ფართი მშენებლობის პროცესშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა…
Next post ეროვნული გამოცდების ტესტებს შეიძლება ვიდეოდავალებებიც დაემატოს