კახა კალაძე: ძველი თბილისი ჩვენთვის განსაკუთრებულია – რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული

Read Time:53 Second

ძველი თბილისი ჩვენთვის განსაკუთრებულია, განსაკუთრებულია ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს ქალაქში, მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, გვაქვს ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელიც ავარიულია და ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით ვახორციელებთ მათ რეაბილიტაციას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რომ ყველაზე ძვირფასი, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული.

„ვაგრძელებთ ძველი თბილისის ისტორიული არეალების რეაბილიტაციას. კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ ამჯერად ჯავახიშვილის N14-ში. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ბუნებრივია, საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. პროექტის ფარგლებში: გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები; სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები, შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი, მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა, აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები, რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები, კიბეები და შუშაბანდებირესტავრირდა ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები, ლითონის დეკორატიულ ნაჭედ გისოსებსა და მოაჯირებს ჩაუტარდა რესტავრაცია-აღდგენარესტავრირდა ლითონის ჭიშკარი, გამოიცვალა და ნაწილობრივ რესტავრირდა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ლითონის ჭედური ცხაურები, მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების როგორც შიდა, ისე გარე ქსელი და კეთილმოეწყო ეზო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და მისი ჯამური ღირებულება 2 250 000 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ მეგრელიშვილი: გაუგებარ მდგომარეობას სჯობს სააკაშვილი იყოს ციხეში, საქართველოში
Next post ცესკო-მ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია