კახა კალაძე – ყველა პლატფორმა გამოყენებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება

Read Time:22 Second

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა შესაბამისი პლატფორმაა გამოყენებული.

“ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა პლატფორმა გამოყენებულია იმისათავის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება”, – განაცხადა კახა კალაძემ “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – დენდროლოგიური პარკი ძალიან მაგარი გამოდის
Next post კახა კალაძე – საქართველოში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ 2012 წლამდე – დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ