კახა კალაძე – ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული, თუ მოხსნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

Read Time:36 Second

ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული, თუ მოხსნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა, უკრაინის მოქალაქეები თავს აქ უსაფრთხოდ გრძნობენ.

„რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში და რა ვიცი, მარტივია, დაუსვათ უკრაინის მოქალაქეებს კითხვა, გრძნობენ თუ არა ისინი უსაფრთხოდ თავს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში, რამდენად მოსწონთ აქ ცხოვრება. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, ძალიან კომფორტულად არიან, იციან, რომ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, ვიცით მეგობრობა, ხელის გაწვდენა, გაჭირვების დროს. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები.
გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო მათი მხრიდან მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება და მოხსნიან, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – არ ვიცი, რამდენად იცის ლევან ხაბეიშვილმა, რა არის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, მაგრამ ვალდებულია, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს
Next post ირაკლი კობახიძე – სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა, აქედან გამომდინარე, სააკაშვილთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადება ძალიან სამწუხაროა