კახა კალაძე: უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოჰყვება რეაგირება ამ ფაქტს

Read Time:30 Second

მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო დახმარების სამსახური. გადაკეტილია მეტროს ტერიტორია. ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ყველა დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში. ელოდებიან კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ გამოძიება, თუ რა მოხდა რეალურად.

“უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოხდება მკაცრი რეაგირება კონკრეტულ ფაქტზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდა, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-მა რუსი პოლიტიკოსების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა
Next post იან კელი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე