კახა კალაძე – სრული მზადყოფნაა, რომ თბილისში ბავშვები ბაღებში მივიდნენ, ხვალ მხოლოდ რამდენიმე ბაღი არ გაიხსნება და მშობლები გაფრთხილებული არიან

Read Time:1 Minute, 12 Second

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის უმეტეს საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი განახლდება.

კალაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბაღი წარმოადგენს.

ამასთან, კალაძე ამბობს, რომ არსებობს სრული მზადყოფნა, რათა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდეს.

„თბილისის ბაღებს რაც შეეხება, სრული მზადყოფნაა იმისთვის, რომ დაიწყონ ფუნქციონირება. ჩვენ მაქსიმალურად შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დარგის სპეციალისტების მხრიდან. ყველანაირი მზადყოფნა არის, რათა ბავშვები მივიდნენ საბავშვო ბაღებში.

რამდენიმე, 3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნება, მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. ორშაბათს არის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე პრობლემა ექნება ვირუსთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად, წერტილოვნად მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამასთან, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ და ვიდრე არ ჩაუტარდებათ ტესტი, არ დარწმუნდებიან, რომ ინფიცირებული არ არიან, ბაღი ვერ გაიხსნება.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
Next post მიხეილ სააკაშვილის ათენში მიგრანტებთან შეხვედრა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა