კახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მოსახლეობისგან ყოველდღიურად ვგრძნობ, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები

Read Time:54 Second

ვაფასებ და ვუფრთხილდები მოქალაქეებთან ურთიერთობას, რომელიც გუშინ და დღეს არ დაწყებულა, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ჩემს მხარდამჭერებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ვაფასებ და ვუფრთხილდები მათთან ურთიერთობას, რომელიც არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს სპორტული კარიერიდან დაწყებული, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. მე ჩემს ქვეყანასთან, ქალაქთან ერთად გავიზარდე. სიყვარულს, რასაც ყოველდღიურად მოსახლეობისგან ვგრძნობ, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები. პირობას ვაძლევ ჩვენს მოსახლეობას, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მეტად მწვანე, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ამ სიყვარულს დავაბრუნებ დედაქალაქში განხორციელებული პროექტებით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ჩვენ პირველივე ტურში გამარჯვებით დავასრულებთ არჩევნებს, ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს მხარდაჭერა რიგითი თბილისელების, რომლებსაც უყვართ თბილისი, რომლებიც ხედავენ გაკეთებულ საქმეებს. ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. თბილისის მერობა მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს მძიმე ტვირთია, რთულია მართო ამხელა ქალაქი, სადაც ბევრი პრობლემაა. ჩემი სიძლიერე არის ჩემ მდგომი ძლიერი გუნდი. ჩვენ არანაირი სირთულის არ გვეშინია, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ისეთ პრობლემებს გავუმკლავდით, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, რაც ზოგისთვის მტკივნეული და არაპოპულარული იყო“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თემურ მიქელაძე: ვაქცინაცია არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მამუკა ხაზარაძემ ბრალი დამდო, რომ ხალხს ვატყუებ და ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კმ გზა, სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რომ შესულიყო, ძალიან მარტივად გაარკვევდა, რომ ქვეყანაში არის 21 101 კმ გზა