კახა კალაძე: სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ

Read Time:1 Minute, 52 Second

სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად ემსახურება სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს, – განაცხადა თბილის მერმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას.

კახა კალაძის თქმით, მესტიაში ტურისტების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა და განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც როგორც მოსახლეობის შემოსავლებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახა.

„სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად ემსახურება სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს. ამ საოცარი მთებით, სვანური კოშკებითა და უძველესი სალოცავებით გარშემორტყმული ხალხისთვის ბუნებრივია, რომ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თქვენც სათუთად უფრთხილდებით და იცავთ წინაპრების დანატოვარს, ისევე როგორც უძველეს სვანურ ენას, რომელიც მთელი საქართველოსთვის საამაყოა.

ასეთ პირობებში გაზრდილ ადამიანს, რა თქმა უნდა ბავშვობიდან სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვება, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველაფერთან ერთად, სიმართლის მთქმელი, პირდაპირი სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის ერთგულებას და მის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ. სწორედ ამიტომ, როცა თქვენს წინაშე სიტყვით გამოვდივარ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ.

თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავთ მესტიის მუნიციპალიტეტში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების, როგორც მოცულობა, ასევე რაოდენობა, შედეგად კი არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა.

მესტიაში ტურისტების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა, განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც როგორც თითოეული თქვენგანის შემოსავლებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი მხარე კიდევ უფრო მდიდარი, კიდევ უკეთ მოწყობილი და განვითარებული იყოს. რა თქმა უნდა არც ის გვავიწყდება, რომ ამ გზაზე არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია, უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ადგილობრივებსა და მუნიციპალიტეტს აწუხებს.

ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები: განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ის სახელმწიფო პროექტები, რომლითაც ყველა რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც მომავალში აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომითა და ერთანი ძალისხმევით ყველა პრობლემასა და გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ ჩვენი ქმედებებით და ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები, ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს
Next post ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდისა და სეზონზე უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს