მარტი 28, 2024
0 0
Read Time:37 Second

რეალური მიზეზია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას: „ოპოზიცია იწუნებს დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელს. ერთ-ერთი მოდელია, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, თქვენი შეფასებით, რა არის ამის რეალური მიზეზი“.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება პირველ რიგში ისევ მათ აზიანებს.

„რეალური მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის უდიდესი პრობლემა, ხედავთ, რა ვითარებაა, რა მდგომარეობაა, საერთოდ შეუძლებელია, რაღაც კონსტიტუციურ რეჟიმში გადავიყვანოთ. გამოცდილი კანონპროექტი, მოწონებული საერთაშორისო პარტნიორებისგან – ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან, ყველაფერი არასწორად კეთდება. გვესმის ეს რადიკალიზმი, ეს დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში, აზიანებს მათ. იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, ეს ცუდია ხელისუფლებისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები