მარტი 29, 2024
0 0
Read Time:31 Second

მინდა, მადლობით დავიწყო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. დედაქალაქის მოქმედი მერის თქმით, არჩევნების მეორე ტური ტრაგედია არ არის.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული და მაქსიმალურად მხარს გვიჭერდა და ჰქონდა სურვილი, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ გველოდება მეორე ტური, ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამ ადამიანს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. ამ თანამდებობისთვის კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“) იბრძვიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები