აპრილი 17, 2024
0 0
Read Time:43 Second

„ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს“,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, მერიას არანაირი უფლება არ აქვს, ბანერი ჩამოხსნას, რადგან ყველას აქვს გამოხატვის უფლება, კანონის ფარგლებში.

„შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპებს, რომლებიც არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, ეს ხართ თქვენ. მაშინ რატომ არ იღებთ ენას?! რატომ არ საუბრობთ ამაზე?! სასიამოვნოა?! „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნება“ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვერ ნახავთ ჩემ განცხადებას, ოპონენტის, ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით. თქვენ, ერთხელ არ გამოსულხართ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეო, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ?! ეს არის რეალობა!“ – აღნიშნავს კახა კალაძე.

გავრცელდა ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები