კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს

Read Time:38 Second

დღეს თბილისს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა უბანში უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა, სადაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ნაძალადევის რაიონში ირაკლი ხელაძის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და იმედი გამოთქვა, რომ გამოიძებნება კიდევ უფრო მეტი სივრცე, სადაც სკვერები მოეწყობა.

„როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ რასაც ამბობ იმას აკეთებ, ბევრს მუშაობ, უფრო მეტს მოითხოვს შენგან. ადამიანებს სურთ წარმატებული პროექტები თავიანთ უბნებშიც განხორციელდეს. ეს ბუნებრივია. აუცილებელია სივრცეების გამოძებნა და სკვერების მოწყობა, ბევრი პარკის მაგალითი გვაქვს, რაც მოქალაქეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომაც ეს მიმართულება უნდა განვაგრძოთ. სკვერების მოწყობა ყველა უბნისთვის დამატებითი სიცოცხლის შეძენას ნიშნავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება
Next post მამუკა წოწერია: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს