კახა კალაძე: მომავალი წლის 23 აპრილამდე მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი

Read Time:1 Minute, 6 Second

დღეს თბილისისთვის მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„მომავალი წლის 23 აპრილამდე, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა გარდა ჩვენი ლიტერტურული საგანძურის თანამედროვე მწერლობის საგამომცემლო სფეროში არსებული პროცესებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების მსოფლიოსთვის გაცნობის უნიკალური საშუალება და შესაძლებლობაა. პროგრამაში თავისთვის საინტერესოს აღმოაჩენს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი, ვისაც სურს, გაიფართოვოს თვალსაწიერი, გაეცნოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს და ამავდროულად, საკუთარი თავიც წარმოაჩინოს. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მართლაც დიდი სამუშაო გველის, რომლის განხორციელებაც საუკეთესო გუნდს მივანდეთ და გვჯერა მათი პროფესიონალიზმის. მეც, ჩემი გუნდით, მათ გვერდით ვდგავარ და მზად ვარ, ყველა გამოწვევასა და წარმატებას მათთან ერთად შევხვდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს: მწერალთა სახლს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოებას, ლიტერატურის მუზეუმს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, გაეროს მოსახლეობის ფონდს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და სხვა პარტნიორებს.

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, დღეს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძემ დაასახელა სამი მიზეზი, რაც საქართველოში ვაქცინაციის ტემპს აფერხებს
Next post მასშტაბური განახლების პროგრამის ფარგლებში 15 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება