კახა კალაძე: ეს ქალაქი ყველასია და კახა კალაძე ყველას მერია. ასე იყო 4 წლის განმავლობაში და ასე იქნება მომავალშიც

Read Time:1 Minute, 2 Second

ძლება ვიღაც განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე არ საუბრობს, მაგრამ გულში მათაც უხარიათ ეს პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები. ეს ქალაქი ყველასია და კახა კალაძე ყველას მერია. ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობდი 4 წლის განმავლობაში და ასე ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა მომდევნო 4 წელი, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად გუნდი. მე შეიძლება ხშირად ვჩანდე ტელევიზორში, ვასოცირდებოდე კონკრეტულ პროექტებთან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ მე ზურგს მიმართლებს პროფესიონალებით, პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩემი თანამშრომლები, მოადგილეები, სამსახურის უფროსები, 30 000 გულანთებული ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება ამ ქალაქს და თბილისელებს და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ჩემი პოლიტიკური გუნდისგან მაქვს, რასაც ძალიან ვაფასებ. რომ არა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა, შეუძლებელი იქნება რაიმე წარმატებულ პროექტებზე ფიქრი. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მერწმუნეთ, რომ თითოეული თბილისელი ამას აუცილებლად დააფასებს. შეიძლება ვიღაც სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე არ საუბრობს, მაგრამ გულში მათაც უხარიათ ეს პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები. ეს ქალაქი ყველასია და კახა კალაძე ყველას მერია. ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობდი 4 წლის განმავლობაში და ასე ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა მომდევნო 4 წელიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შემთხვევით არ გამიხსენებია, ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას
Next post ირაკლი კობახიძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო