კახა კალაძე: ბევრი პოლიტიკური პარტია „შეჭამა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ისინი და შემდეგ მიაგდო

Read Time:33 Second

გამიხარდებოდა რაც შეიძლება მეტი ახალი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ქვეყანაში, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით მოხვდნენ პარლამენტში ან საკრებულოებში, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი პარტია „გამოიყენა და მიაგდო“.

„2020 წელს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ წარმოჩენილიყვნენ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით. თუმცა აქაც ბევრი პოლიტიკური პარტია „შეჭამა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვიტყოდი, რომ ეს იყო მათი ძალიან დიდი შეცდომა, რომ ალიანსი გააკეთეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ეს პოლიტიკური პარტიები და შემდეგ მიაგდო. გამიხარდებოდა რაც შეიძლება მეტი ახალი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ქვეყანაში, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით მოხვდნენ პარლამენტში ან საკრებულოებში“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა – გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო საზოგადოებისგან
Next post მამუკა წოწერია მოქალაქეებს ორულში, დიდინეძში და დიდინეძის კახათში შეხვდა