მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 1 Second

ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიღებული მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და გამოიკვეთა კონკრეტული დარღვევები, სამწუხაროდ.

კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას.

ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს.

მსგავსი ფაქტები რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლობის მუშაობის ხარისხზე.

არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი ადამიანები, კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.

შესაბამისად, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება.

კახი კალაძემ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ  ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლებდნენ სამსახურიდან.

„ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ ამ ქალაქს. უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მსახური იქნება ამ ქალაქის და თბილისში მცხოვრები ადამიანების. რა თქმა უნდა, მე მესმის, შეიძლება ვიღაცას რაღაცა გაუჭირდეს, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ჩვენ დავეხმარებით, მობრძანდნენ და მაქსიმალურად რაც შეგვეძლება ხელს შევუწყობთ და არა ეს ქმედებები, რაც გამოიკვეთა ამ ორ ადამიანთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები