კახა კალაძემ ჟურნალისტს მიმართა – დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული

Read Time:30 Second

დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვა დაუსვა.

კერძოდ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯიბღაშვილმა დაკავებისას თქვა, რომ დაურეკონ კახა კალაძეს.

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული. ამიტომ კარგად მომზადებული მოდით და მერე დამისვით კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს ადვოკატ ამირან გიგუაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ დაკავების პროცესში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა
Next post დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა !