კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა.
დედაქალაქის მერის თქმით, მსგავსი სივრცეების მოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტ პარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ.
ზოგადად, სკეიტ პარკები მზიურის პარკსა და დედაენის ბაღში უკვე გავაკეთეთ და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ზუსტად ასეთი პროექტები გვჭირდება, რომ სკვერები, პარკები სავსე იყოს ადამიანებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სკეიტ პარკების, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ.“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სკეიტ პარკი 508 კვ.მ-ზე, სპორტული ცენტრების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
პროგრამის მიზანია, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.
სკეიტ პარკის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 450 164 ლარს შეადგენს.
ადგილზე კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მერიის კულტურის, განთლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება… – იმედა კახიანი
„მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება... ასე საქართველო...
ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ტენდერი და მუსიკაო – ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს
ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო - ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ამერიკელ მეცნიერებს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სტუ-ის ინფორმატიკისა...
გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით?!— ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
შესაძლოა, სიმსივნის 3 გავრცელებული ტიპის დიაგნოსტირებაში მალე ახალი ტესტი დაგვეხმაროს, რომელსაც ამისთვის მხოლოდ მცირეოდენი ამომშრალი სისხლის ლაქა სჭირდება. მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი...
ალექსანდრე იაშვილი: მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის. „ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავია. ჯილდო არის დაფასება იმ შრომის, რასაც...