მარტი 28, 2024
0 0
Read Time:28 Second

81 წლის ავსტრალიელმა კაცმა სისხლი სხვებისთვის ბოლოჯერ გაიღო. ჯეიმს ჰარისონი, მანამდე 60 წლის განმავლობაში, დონორი იყო.ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გაირკვა, ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის დონაცია ასაკობრივად იზღუდება, სწორედ ამის გამო ვეღარ ჩააბარებს სისხლს ჰარისონი.

ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის ბანკის ინფორმაციით, ჯეიმს ჰარისონმა ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 2 400 000 ბავშვი გადაარჩინა.

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სისხლი შეიცავდა ისეთ ანტისხეულებს, რომლებიც შეიძლებოდა, გამოეყენებინათ ანტი- D ინექციის შესაქმნელად, რომელიც რეზუს ფაქტორით გამოწვეულ დაავადებებს ებრძვის. წითელი ჯვრის ინფორმაციით, ის ერთ-ერთია ავსტრალიაში მცხოვრებ იმ  50 ადამიანს შორის, რომელსაც სისხლში მსგავსი ტიპის ანტისხეულები აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები